სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა" - "ყვარლის ევროკლუბის" 4 წლის იუბილეზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ. სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია.

"ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა, რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელი არის, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივ სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება ეს არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა, არც ერთი სახელმწიფო არ დგას მყარ საფუძველზე" აღნიშნა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ყვარლის ახალგაზრდობა შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ყვარელში იმყოფება აშშ-ის ელჩიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100