სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ მთავარ საკითხებზე მოახდინოთ კონცენტრაცია. საკმაოდ დაძაბულ პერიოდს პრაქტიკული და ჯანსაღი აზროვნებით გაუმკლავდით, ნუ გამოეკიდებით ყველა წვრილმანს.

კურო

შესაძლოა სევდამ და მოწყენილობამ შემოგიტიოთ, ნუ აჰყვებით უიმედობასა და ნეგატივს, ეს უფრო გააუარესებს სიტუაციას, სასურველია ყველგან ზომიერება და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა სტუმრიანობა გქონდეთ, კარგი იქნება თუ გულუხვობას გამოიჩენთ, ეს ყველაფერი თქვენდამი კეთილგანწყობასა და სანდოობის ხარისხს აამაღლებს.

კირჩხიბი

შესაძლებლობა გექნებათ იამაყოთ თქვენი პროფესიონალიზმით და სხვებისთვის სამაგალითოდ იქცეთ, განსაკუთრებით გაგიმართლებთ, თუ შემოქმედებითი ან მედიცინის სფეროში საქმიანობით ხართ დაკავებული.

ლომი

ნურაფერს შეეჭიდებით მნიშვნელოვანს და ახალს, შემოიფარგლეთ წვრილმანი საკითებით და ეცადეთ გაერიდოთ არასასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრებს. ცოტაც და მრავალი გაყინული საკითხი გამოცოცხლდება და გააქტიურდება.

ქალწული

თქვენს კეთილსინდისიერებაზე და მონდომებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მომავალი საქმიანობა, შესაძლოა დიდი ნახტომი გააკეთოთ თქვენს გზაზე, მაგრამ შესაძლოა სიზარმაცემ მთელი პერსპექტივები საფრთხის ქვეშ დააყენოს.

სასწორი

დიდია კარიერულ საკითხებთან დაკავშრებული ავანტიურა, იყავით ფრთხილად და ნუ გარისკავთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვათა პრობლემებს.

მორიელი

სწორედ ახლა გულდაგულ შეგიძლიათ გააანალიზოთ და მიიღოთ მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას.

მშვილდოსანი

შესაძლოა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოთ თუ განდიდების მანიით შეპყრობილი არ იქნებით და საქმით დაანახებთ ყველას თქვენს კეთილგანწყობასა და უანგარო ზრუნვას.

თხის რქა

სასურველია მოჭარბებული ენერგია სასიკეთო საქმიანობისკენ მიმართოთ, შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე და მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომელზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი.

მერწყული

მატულობს თაღლითობისა და ღალატის ალბათობა, ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენს ირგვლივ და თქვენს ზურგს უკან, მიჰყევით გონების ხმას და კარგად აწონ-დაწონეთ ყოველივე.

თევზები

შესაძლოა ვინმემ საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება მოინდომოს და შეეცადოს ჩაგითრიოთ კონფლიქტურ სიტუაციაში. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისგან, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ავტორიტეტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100