ორთაჭალაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კლიენტმა ტრანსგენდერი ქალი სცემა
თბილისში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერი ქალი სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, კლიენტმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზე შეძლეს.
კომენტარი