"ჩემი ნაკლოვანებები ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა და ამ არასრულყოფილებაში ვიპოვნე ჩემი თავი" - ნინი ონიანის რჩევები ქალბატონებს
მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი ქალბატნებს ძალიან კარგ რჩევებს აძლევს. აი რას აქვეყნებს და წერს ნინი ფეისბუქზე:
"Selfie” ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა(მე მაპატიეთ) ისევე როგორც სხეულის სამყაროში მიღებული "იდეალური" პარამეტრები. არც 180 სმ ვარ სიმაღლეში, არც 45 კგ ვარ და არც 90-60-90 სულ პირიქით... ახლოსაც არ ვარ ამ "იდეალურობასთან" ბევრი წლის წინ გარეგნობის კომპლექსიც კი მქონდა(ბევრს ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ მაგრამ იყო დრო... 8 თვის წინ დედა გავხდი, ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა და ვფიქრობ რომ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ... და ეს პირველ რიგში შიგნიდან მოდის და არა ვიზუალიდან მხოლოდ... ( ცხოვრებისეული გამოცდილება და "გაკვეთილები" ძალიან "მომიხდა”ჩემი ნაკლოვანებები ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა და ამ არასრულყოფილებაში ვიპოვნე ჩემი თავის ყველაზე სასურველი "მე" ( ამ ეტაპზე) .. ქალბატონებო, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ. ცოტა იზრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ნერვები არავის არასოდეს მოაშლევინოთ , ბევრი გაიღიმეთ, კარგი სუნამო მიიპკურეთ.... სულაც არაა საჭირო "პარამეტრები"იმისათვის რომ თავდაჯერებულები იყოთ..... „
კომენტარი