სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერის განცხადება “გაზპრომთან” დაკავშირებით

"გაზპრომთან" დაკავშირებულ კონტრაქტს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა და მიაღწია იმ მაქსიმალურ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი:

“სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა… “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი გვაქვს,” - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100