გიორგი მარგველაშვილი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ქალაქ ბერლინში საშობაო ბაზარზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუთანაგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 50 ადამიანი.
კომენტარი