სკანდალური სასამართლო, დებმა კარდაშიანებმა შეიძლება 190 მილიონი დოლარი დაკარგონ
სკანდალური სასამართლო, დებმა კარდაშიანებმა შეიძლება 190 მილიონი დოლარი დაკარგონ.
კიმ, ხლოე და კორტნი კარდაშიანებს კოსმეტიკური კომპანია Hillair Capital Management-ი უჩივის, რადგან რეალითი შოუს ვარსვკლავები კონტრაქტით დადგენილ ნორმებს არღვევენ.
კომპანიის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დები არასაკმარის ყურადღებას უთმობენ კომპანიის რეკლამირებას, არადა Hillair Capital Management-ი მათ დიდ თანხებს უხდის იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე კომპანიის ერთ-ერთი ხაზის Kardashian Beauty-ს შესახებ პოსტები გამოაქვეყნონ.
როგორც ცნობილია Hillair Capital Management-მა დებ კარდაშიანებს 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რათა მათ სოციალურ ქსელში კომპანიის პროდუქციისთვის რეკლამა გაეწიათ, ქალბატონებმა კი შეთანხმების პირობები დაარღვიეს და ახლა Hillair Capital Management სასამართლოში ჩივის და გადახდილი თანხის გარდა 180 მილიონს ითხოვს ჯარიმის სახით.
კომენტარი