სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიშას რომ რამე მოუვიდეს, რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს ან კობახიძეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მიშას რომ რამე მოუვიდეს, რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს, კობახიძეს ან როგორ შევაფასებთ საკუთარ როლს?!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.

ბოდიში მინდა მოვუხადო მისი დედა თუ მიყურებს, შვილები თუ მიყურებენ, იმიტომ რომ დღეს ვფიქრობდი, რომ მიშა შეიძლება ნებისმიერ წამს მოკვდეს... დღეს მქონდა მთელი დღის განმავლობაში ეს განცდა, ემოციები რომ აგიყოლებს... მიშას რომ რამე მოუვიდეს რაში მადარდებს, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს ან კობახიძეს, ან როგორ შევაფასებთ საკუთარ როლს... აღმოვჩნდებით უსუსურები, რომლებმაც ვერაფერი ვერ გავაკეთეთ... ვზივართ და ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მიშა არ მოკვდეს... სულ რომ ღარიბაშვილზე მეუბნებოდნენ, რომ ახლა ის ციხეში კვდება, ხო გამორიცხულია, რომ ასეთი რეაქცია მქონდეს როგორიც მას აქვს, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100