საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 635 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 635 დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე.
კომენტარი