ფლორიდის უნივერსიტეტის კვარტალურ გამოცემა GIPA-ს შესახებ
შარშან, დეკემბრის ბოლოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) ინიციატივით ერთიანი ჯანმრთელობის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ა პოვა ფლორიდის უნივერსიტეტის კვარტალურ გამოცემაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
http://www.scribd.com/doc/261000833/OHNL-Volume8-Issue1
ფლორიდის უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის კვარტალური მაცნე მეცნიერთა ჯგუფისა და ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ერთობლივი ძალისხმევით გამოიცემა და მისი მიზანია, ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის პოპულარიზაცია.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აგრძელებს მუშაობას საქართველოში ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის განვითარებისათვის და უახლოეს მომავალში გეგმავს კიდევ ერთი მასტერკლასის გამართვას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში. დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 20 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივდონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.დღეს ინსტიტუტი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ძვრების შედეგად საჯარო სექტორის როლის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.
კომენტარი