სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

RLN.FM : ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ იარაღის წარმოებას აფინანსებდა (აუდიო)

ქართული ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ფრანგულ სკანდალში „ანგოლაგეიტში“ აღმოჩნდა გარეული. აღმოჩნდა, რომ ის და მისი პარტნიორები დაკავშირებულნი არიან ანგოლაში იარაღის არალეგალურ შეტანაში. ამას გარდა, გაირკვა, რომ ის ის აფინანსებდა რამდენიმე რუსულ იარაღის კომპანიას, რომელთაგან ბევრი ამზადებდა იარაღსა და საბრძოლო მასალებს საქართველოსთან ომისთვის, - ასეთი შედეგები გაუზიარა საერთაშორისო ლიბერტანიალური ინტერნეტ-რადიოს (RLN.FM) „ნოვაია გაზეტას“ და სხვა წამყვანი გამოცემების ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ.

ამას გარდა, ივანიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მისი დახმარება აიხსნება საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფციით. ეს ინფორმაცია სენსაციური ხასიათისაა ქვეყანაში, სადაც 1 ოქტომბერს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

თუკი ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა, სააკაშვილის უამრავი რეფორმა ჩაიშლება, რამაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ქვეყნის სახე - რა თქმა უნდა, უარესობისკენ.

ივანიძემ ასევე გაარკვია, რომ ბიძინა თავის ამომრჩევლებთან მიმართებაშიც მაინცდამაინც პატიოსნად არ იქცევა. საქმე ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან განცხადება გააკეთა, რუსეთში თავისი ბიზნესის სრულად გაყიდვის შესახებ. გაირკვა, რომ ეს ასე არ არის: ნებისმიერ მომენტში 2012 წლის ბოლომდე ბიძინას შეუძლია უარი თქვას გარიგებაზე. ასე რომ, იურიდიული თვალსაზრისით, ის ჯერაც ფლობს საწარმოების მთელ რიგს რუსეთის ფედერაციაში. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ სწორედ ეს ფაქტი, მიანიშნებს იმაზე, რომ ბიძინას მმართველობაში გამჭვირვალობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

საქართველოს მოქალაქეებს საპასუხისმგებლო არჩევანის გაკეთება უწევთ. ფსონი მათი ქვეყნის მომავალზეა დადებული. არც ღირს იმის გახსენება, როგორი იყო საქართველო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და როგორია ახლა. უღირთ თუ არა მათ გარისკვა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თუ უმჯობესია, ისევ ნაცად და გამოცდილ გზას გაუყვნენ? ალბათ, არჩევანი ნათელია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება ქვეყნის სწორად განვითარებისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ბმული აუდიომასალაზე საერთაშორისო ლიბერტანიალური რადიოს ვებ-გვერდზე:

გადაცემის სრული ჩანაწერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100