კალოშები „არმანისაგან“
ამ წლის შემოდგომაზე Emporio Armani–ს თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ – ახალ კოლექციაში წარმოდგენილი იქნება რეზინის კალოშები.
ექსკლუზიური მოდელები ნორვეგიული ბრენდის SWIMS–სათვის შეიქმნა. ფეხსაცმლის პრეზენტაცია მილანში, Armani–ის შემოდგომა–ზამთარი 2012/2013 კოლექციის ჩვენებაზე შედგა.
მოდელის სახელწოდებაა Classic Royal. მოკლედ, „არმანის“ ძვირადღირებული კალოშების მფლობელებს წვიმიან ღამეში ფეხით გადაადგილება არ გაუჭირდებათ.
Emporio Armani by SWIMS–ის კალოშები გაყიდვაში აგვისტოში გამოვა.
კომენტარი