საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს
საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე
საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“
ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის,
ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება.
სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„საქართველოს ბანკისა და „ელპლუსის“ პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი“ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა. პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი“ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კომენტარი