"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ..." - რაზე ალაპარაკდა ნუკი კოშკელიშვილი
"გოგოები როგორ მარტივად ვკომპლექსდებით არა? ბავშობიდან მოდის ეს, ზოგჯერ მშობელს მოყავს ვიღაც თანატოლი მაგალითად, შენ კი ვერ ხვდები რატომ ის და არა მე... მერე სიყვარული, სიყვარული ყოველთვის აჩენს კომპლექსებს. გიყვარდება, მას არა და მერე ხედავ ვიღაც სხვასთან არის .ამ დროს გეწყება ფიქრები, აუუ რითი მჯობია? მე რატომ არა? ბევრჯერ მქონია ეს მომენტი. მერე ასაკი რომ მომემატა, მივხვდი.
არასდროს არავის შეადაროთ თქვენი თავი, შენ ხარ განუმეორებელი! იმუშავე შენ თავზე, ეცადე განვითარდე. არ აყვე კომპლექსებს. ყველა ნაკლი რაც გაგვაჩნია შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ და პირიქით, ის რაც აქამდე ნაკლად მიგვაჩნდა ახლა სავიზიტო ბარათი იყოს. რატომ ვწერ ამას? ასე მგონია ვიღაცას სჭირდება დღეს გამხნევება... ახალი წელი მოდის და ახლა არ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა. ჩაიხედე სარკეში და შეიყვარე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ, თუ არ მოგწონს, იმუშავე შენ თავზე! ოღონდ არ იწუწუნო და არასდროს მისცე უფლება სხვას, დაგაკომპლექსოს.
ცალ მხრივ სიყვარულს რაც შეეხება, აი ახლა დროა ეგ ტიპები დაივიწყოთ, ახალი წელი ახლებურად დაიწყოთ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩდებიან. და თუ შეიყვარებ შენ თავს, ყველას ვინც მოგინდება შეუყვარდები. დაიწყე შენი თავით და დაისახე მიზნად 2021-ში მხოლოდ ბედნიერება..." - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოცილურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილი.
კომენტარი