სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უმძიმესი სანახავია საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - პრემიერი

"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა. პრემიერი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100