სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ელექტრო სიგარეტი ბევრად მეტ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, ვიდრე თამბაქო" - მეცნიერების კვლევა

მეცნიერების მტკიცებით, ელექტრო სიგარეტზე გადასვლა მოწევაზე თავის დანებების საუკეთესო შანსი სულაც არაა.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერმა დევიდ ტიკეტმა ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გარკვეული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღმოაჩინა, რომ ელექტრო სიგარეტი თამბაქოზე მეტ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ტიკეტის მტკიცებით, მასში მოთავსებული ბამბა მოწევის შედეგად იგროვებს არომატის სითხისგან წამოსულ ჭვარტლს, რომელიც შემდეგ იწყებს ფუჭებას და ორგანიზმისთვის მკვეთრად უარყოფითი შედეგი აქვს. ის ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს სამჯერ ზრდის. ასევე ფიტავს ძვლებს და იწვევს სახსრების დაავადებას.
მკვლევარები ურჩევენ მწეველებს, რომ სიგარეტზე თავის დანაბების სხვადასხვა უფრო უსაფრთხო გზებს მიმართონ და ელექტრო მოწყობილობა საერთოდ დაივიწყონ, რადგან იმაზე ცუდი შედეგი ექნებათ, ვიდრე ეს თამბაქოს მოწევის შემთხვევაში ექნებოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100