8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მარტივი საქმეები შეასრულეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ვალები არ აიღოთ. ძილის წინ კუჭს ნუ გადატვირთავთ. უმჯობესია, დიეტასა და ფიზიკურ აქტივობაზე დაიწყოთ ფიქრი.
კურო
მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ მოაგვარეთ. ამ დროისთვის დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრებიც. ნუ განაწყენდებით გარშემო მყოფთა კრიტიკაზე. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას იმ ადამიანებსა და საქმეებზე, რომლებისგანაც სიკეთეს არ ელით.
ტყუპი
ჩვეულებრივზე მეტად ხართ კონტაქტური. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად. აქტიურად გელით საქმიან დოკუმენტებთან და ფინანსურ საბუთებთან მუშაობა. ნუ მოგერიდებათ სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა.
კირჩხიბი
დილას ნუ დაიწყებთ რთული საკითხების მოგვარებას. დღის მეორე ნახევარში მეტად მოგეცემათ იდეების განხორციელების საშუალება. იყავით მეტად პრაქტიკული. შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ გეგმებს. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.
ლომი
თავისუფლება და დამოუკიდებლობა ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და ვალდებულებები და საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა პროფესიული განვითარებისთვის; ახალი ცოდნა-გამოცდილების მისაღებად.
ქალწული
დილით დაზოგეთ ენერგია. წარმატება დღის მეორე ნახევრიდან გეწვევათ. მოერიდეთ აჩქარებას მუშაობისას. მეტი ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას. ეცადეთ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები.
სასწორი
დილით გამოიძინეთ, დაისვენეთ. საქმეებს შუადღიდან შეუდექით. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, დასკვნების გამოსატანად. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ სამაგიეროს გადახდას, დრო ყველას განსჯის.
მორიელი
თუ თავად არ გამოიჩენთ ინიციატივას, კონკურენტები დაგასწრებენ და გაჯობებენ. ზოგიერთი ახალი პროფესიის შეძენას გადაწყვეტს. პატივი ეცით სხვათა ლიდერობას და ეცადეთ, პატივი სცეთ საზოგადოებაში მიღებულ წესებს.
მშვილდოსანი
შემოქმედებით საქმიანობასა და დასვენებას დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ. გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ვალდებულებებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
თხის რქა
ყველა ადამიანს აქვს პაუზა, შეფერხება საქმეებში, ეს გაღიზიანებისა და დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი არ უნდა გახდეს. იცოდეთ, რომ გაქვთ ღირებული იდეები და ხართ საუკეთესო შემსრულებელი. დააკვირდით წინაღობებს, გადახედეთ წარსულს და შედომების გათვალისწინებით განაგრძეთ გამარჯვებისკენ სვლა.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულების შესრულებას, ახლობლებზე ზრუნვას. პატივი ეცით ოჯახურ ტრადიციებს. თავად გაიხალისეთ საკუთარი თავი. იანვარში დაბადებულებმა აიმაღლეთ თვიშეფასება და იმუნიტეტი.
თევზები
დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ. გაამჯობესეთ კავშირი ახლობლებთან. ფინანსური საკითხების მოგვარებაში დახმარება ნათესავებს სთხოვეთ. საღამოს დაგეგმილი მგზავრობა სხვა დღისთვის გადადეთ.
კომენტარი