სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Standard & Poor's-მა ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლების აყვანაში ხელი შეუშალა

Reuters

აგვისტოში, ამერიკის მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა სამუშაო ძალების დაქირავების ტემპები შეამცირეს, რაც საფონდო ბირჟებზე ატეხილი აურზაურისა და ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ფონის შედეგია.

მცირე ბიზნესის სექტორმა აგვისტოში მხოლოდ 35 000 თანამშრომელი დაიქირავა, როცა მათი რიცხვი ივლისში 40 000-ს შეადგენდა. შემცირდა სახელფასო განაკვეთებიც. სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's-ის მიერ ამერიკის საკრედიტო რეიტინგის დაწევამ და ევროპაში არსებულმა ვალის კრიზისმა საქმიანი წრეების წარმომადგენლები და მომხმარებლები დააბნია და ნდობის ფაქტორიც დააქვეითა, რაც შრომის ბაზარზეც უარყოფითად აისახა. მაგრამ ექსპერტების თქმით, აგვისტოში ჩავარდნილმა დასაქმების დონემ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ეკონომიკა რეცესიისკენ გადაიხარა. ეკონომიკის წლიური მაჩვენებელი მეორე კვარტალში, უკვე 1%-ით გაიზარდა და მისი ზრდის იმედიც არსებობს, რაც შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასაც გამოასწორებს, აცხადებენ სააგენტოს ანალიტიკოსები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100