ოდრი ჰეპბერნის კეთილი გამონათქვამები ცხოვრებასა და ადამიანებზე
მისმა სახელმა, ღიმილმა და სილამაზემ ათწლეულებს გაუძლო. ამბობენ შინაგანი სამყაროც ისეთივე ლამაზი ჰქონდა როგორიც გარეგნობაო და მის ცნობილ გამონათქვამებს თუ გადავხედავთ ამაში ეჭვი არ შეგვეპარება.
ოდრი ჰეპბერნი ამბობდა:
„ლამაზი თვალები გაქვს იმისათვის, რომ დაინახო კარგი სხვებში. ლამაზი ტუჩები კი იმისათვის, რომ წარმოთქვა კეთილი სიტყვები.“
„საუკეთესო რამ რასაც შეიძლება მოეჭიდო ეს არის ერთმანეთი“
„ადამიანები ნივთებზე მეტად საჭიროებენ განახლებას, გადახედვას, გამოსწორებასა და გამოსყიდვას. არასოდეს გადააგდო ვინმე.“
„ასაკთან ერთად შენ ხვდები, რომ გაქვს ორი ხელი. ერთი საკუთარი თავის და მეორე სხვების დასახმარებლად.“
„ყველაზე მნიშვნელოვანია დატკბე ცხოვრებით და იყო ბედნიერი. მხოლოდ ეს ორი რაიმეა მნიშვნელოვანი.“
„შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები“
„ერთხელ ყური მოვკარი, ბედნიერება არის ჯანმრთელობა და მოკლე მეხსიერებაო. სრულიად ვეთანხმები“
„თუ გავთხოვდები, მინდა ძალიან გათხოვილი ვიყო“
კომენტარი