სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოში სექსშოპი ეშმაკის ნაშიერად მიაჩნიათ" - BBC ქართულ სექსშოპებზე წერს

„სექსშოპი კავკასიაში- სექსი არის, შოპი არა“ - ამ სათაურის მქონე სტატიაში ბიბისის რუსულმა ვერსიამ საქართველოს საპატიო პირველი ადგილი დაუთმო.

„საქართველოში სექსშოპი ეშმაკის ნაშიერად მიაჩნიათ.

სოციალურ ქსელში გამართული დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ მოსახლეობის უმეტესობა მსგავსი მაღაზიებისა და მათ ვიტრინებში გამოფენილი ნივთების არსებობას დაოჯახებული ადამიანებისთვის უინტერესოდ და უსარგებლოდ მიიჩნევს.

არიან ისეთებიც ვინც სექსშოპის არსებობის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ეშინიათ ამ მაღაზიაში ვინმე ნაცნობმა არ დაინახონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სექსშოპის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით მამაკაცები უფრო გამოირჩევიან ვიდრე ქალები.“ - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი თბილისის სექსშოპის ყოფილ მფლობელსაც გაესაუბრა. მისი განცხადებით მაღაზიაში ბევრი ხალხი დადიოდა, მაგრამ მათი უმეტესობა სახეს შარფში მალავდა, რათა არავის ეცნო. მაღაზიის ყოფილმა მფლობელმა თბილისურ სექსშოპზე გაღიზიანებული ქართველების ვანდალურ თავდასხმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილი მას სატანის ნაშიერს ეძახდა.

„გარდა ქრისტიანული მოსაზრებებისა ქართველებს სექს სათამაშოები ჯანმრთელობისთვის საზოანოც ჰგონიათ, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოში მაინც არსებობს ონლაინ სექსშოპი, რადგან როგორც სჩანს არსებობს მოთხვონა მსგავს პროდუქტზე და თანაც ქვეყნის კანონმდებლობა სექსშოპებს არ კრზალავს.“ - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოსთან ერთად ამ სტატიაში აღწერილია სექსშოპისადმი სომხებისა და აზერბაიჯანელების დამოკიდებულებაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100