სისხლიანი შურისძიება ალეპოს ტერაქტის გამო - რუსეთის ელჩი ანკარაში ჩაცხრილეს
რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი პრესკონფერენციის მსვლელობისას ხალხის თვალწინ იქნა ჩაცხრილული. მკვლელს ჩუმად ფოტოც გადაუღეს და ის პიჯაკში გამოწყობილი, სოლიდური შესახედაობის ახალგაზრდაა, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს და რომელმაც თავისი საქციელის მიზეზად ხმამაღლა დემონსტრაციულად წარმოთქვა მკვლელობის მოტივი - ალეპოს ტერაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ მოსკოვში ჩასვლას გეგმავდა, სადაც რუსულ და ირანულ მხარესთან სირიის საკითხი უნდა განხილულიყო.
კომენტარი