სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ცდილობს პოლონეთის პარლამენტის წევრი ვანო მერაბიშვილის დახმარებას

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პოლონეთის პარლამენტის წევრის მალგორზატა გოსიევსკას წერილი ფოტო შემდეგი წარწერით:

“პოლონეთის პარლამენტის წევრის მალგორზატა გოსიევსკას წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზე, რომელშიც იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ივანე მერაბიშვილის მიმართ აღკვეთის მკაცრი ზომების გამოყენების გამო (გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია და ოჯახთან კომუნიკაციის აკრძალვა), იმის ფონზე, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს არასოდეს უცდია გამოძიებისგან მიმალვა და ყოველთვის დროულად ცხადდებოდა დაკითხვებზე.

გოსიევსკა აღნიშნულ ზომებს რეპრესიების და ფსიქოლოგიური წამების ფორმად აფასებს, რაც დაკავების წმინდა პოლიტიკურ ხასიათზე საუბრის საფუძველს იძლევა. პოლონელი დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ივანე მერაბიშვილის საქმე გადაიხედება და მკაცრი და დემოკრატიული სტანდარტებისთვის შეუსაბამო ზომები შეიცვლება.”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100