სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 თვის ბავშვმა ელემენტები გადაყლაპა, ექიმმა ის სახლში გააბრუნა, 3 დღის შემდეგ კი ბიჭი გარდაიცვალა

ყაზახეთში 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა რეგიონალურ საბავშვო საავადმყოფოში. ჩვილმა უცხო სხეული გადაყლაპა. საშიში ობიექტი ბავშვის მუცელში დაახლოებით ხუთი დღე იყო.


ექიმმა, რომელმაც პირველ დღეს გასინჯა ბავშვი, მშობლებს შვილი სახლში გაატანა და უთხრა, რომ ბუნებრივი გზით დაბადებდა ბიჭი უცხო სხეულს.

თუმცა მესამე დღეს სიტუაცია გართულდა და ბავშვი კვლავ გადაიყვანეს რეგიონალურ საბავშვო საავადმყოფოში, სადაც, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი რესპირატორული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ბოლოს დადგინდა, რომ ბიჭმა ელემენტები გადაყლაპა, რომელმაც სხეულის მოწამვლა გამოიწვია.

პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს წინასწარ გამოძიებას ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის მე -3 ნაწილით, რომელიც დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100