სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ აჰყვეთ პროვოკაციას - საპატრიარქო მონაზვნის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს „TV პირველმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ გამოხატავს ლგბტქ+ თემისადმი სოლიდარობას ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, უფრო მეტიც, ნეკრესის ეპარქიაში არც დედათა მონასტერი არსებობს და არც ეს პიროვნება განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოღვაწეთა რიცხვს. ამასთან, ინტერნეტსივრცეში არც ამ სახელით არსებული facebook გვერდი იძებნება. სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არც ქართველია და შესამოსელზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ მას რუსული ეკლესიისათვის დამახასიათებელი შესამოსელი აცვია.

შესაბამისად, ეს ყოველივე მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და თანხმლები ინფორმაცია ფალსიფიკაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამიტომ გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავოთ მსგავსი შინაარსის ფოტომასალის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100