სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მობილიზებულად იმოქმედეთ. მოსალოდნელია ცვლილებები გეგმებში. დახმარება და რჩევა ერთგულ ადამიანებს სთხოვეთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან.

კურო
მეტი ყურადღება გმართებთ იურიდიული და სასამართო საკითხებისადმი. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები და მოსაზრებები. შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, აიმაღლებთ პოპულარობას გარშემო მყოფებში. კარგი დღეა საქმიანი და რომანტიკული შეხვედრებისთვის. მოულოდნელობებს მშვიდად შეხვდით.

კირჩხიბი
თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში და შესაძლებლობეში ნუ გარისკავთ. შეიძლება რაღაცაზე უარის თქმამ მოგიწიოთ. მოერიდეთ კამათს მეუღლესთან.

ლომი
თუ გარშემო ერთგული მეგობრები და თანამოაზრეები გახვევიათ, უფრო თავდაჯერებულად მოქმედებთ. დღეს სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ. მოერიდეთ კამათს ნათესავებთან.

ქალწული
ნუ გარისკავთ, საფრთხეს ნუ შეუქმნით თქვენს პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობას, აგრეთვე სასიყვარულო ურთიერთობებს. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ.

სასწორი
მოერიდეთ გადაღლას, ტრავმებს, აგრესიულობას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პატნიორებთან. კამათში დაეყრდენით ცოდნას, გამოცდილებას, გავლენიან კავშირებს.

მორიელი
რთულ სიტუაციებში გაბედულად, ორიგინალურად, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ყურადღებით იყავით მგზავრობისას. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

მშვილდოსანი
უსიამოვნებები და სტრესი რომ აიცილოთ, დაკვირვებულად და გაზრებულად უნდა იმოქმედოთ. მხოლოდ ერთგული თანამოაზრეების იმედი გქონდეთ.

თხის რქა
აკონტროლეთ საკუთარი და კოლეგების ქმედებები; სიტუაცია გარშემო. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ აზარტს, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.

მერწყული
შეიძლება ფარული მტერი გამოგიჩნდეთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ მეგობართან ურთიერთობა ან საინტერესო წიგნის წაკითხვა. ახლობლები შეიძლება უცნაურად მოიქცნენ.

თევზები
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ინიციატივას, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. იურიდიული და სასიყვარულო საკითხები მშვიდად მოაგვარეთ. სიმშვიდეს საკუთარ სახლში მოიპოვებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100