სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე ცნობილი პასუხები კითხვაზე: რა არის მეგობრობა?

რა არის მეგობრობა? ერთი სული ორ სხეულში (არისტოტელე)

მეგობრობა ისეთი რთული რამაა, რომ სიტყვებით ვერ ახსნი. ის არ არის რაღაც რასაც სკოლაში ისწავლი. მაგრამ თუ შენ არ გაქვს ნასწავლი მეგობრობის მნიშვნელობა, მაშინ შენ საერთოდ არაფერი არ გისწავლია (მუჰამედ ალი)

მეგობრობა იწყება იმ წამს, როდესაც ერთი ეუბნება მეორეს: „რა? შენც? მე მეგონა, რომ მხოლოდ მე...“ (C.S. Lewis)

მეგობარი ის ადამიანია, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ (ალბერტ ჰუბარდი)

„სიყვარულის ნაკლებობა კი არა მეგობრობის ნაკლებობა გახლავთ უიღბლო ქორწინების მიზეზი“ (ფრიდრიხ ნიცშე)

„მირჩევნია ვიარო სიბნელეში მეგობართან ერთად ვიდრე სინათლეში მარტომ“ (ელენ კელერი)

„მეგობრობა ისეთივე აუცილებელია, როგორც ფილოსოფია, როგორც ხელოვნება... მეგობრობა კი არ არის საჭირო გადასარჩენად არამედ მეგობრობაა ერთ-ერთი მათ შორის რის გამოც უნდა გადარჩე“ (C.S. Lewis)

„თუ გყავს კარგი მეგობრები, მაშინ არაა აქვს მნიშვნელობა როგორი „ბანძია“ ცხოვრება, ისინი მაინც მოახერხებენ, რომ გაგაცინონ“ (P.C. Cast)

საუკეთესო სარკე გახლავთ ძველი მეგობარი (ჯორჯ ჰარბერტი)

მეგობარი რომელსაც უჭირავს შენი ხელი და მსჯელობს არასწორად არის უფრო ძვირფასი ვიდრე ის რომელიც რჩება შორს შენგან. (ბარბარა კინგსოლვერი)

ნამდვილი მეგობარი წამში გეტყვის იმას თუ რა გჭირს, მაშინაც კი თუ ამ სიტყვების შემდეგ თქვენი მეგობრობა შესაძლოა ძველებურად კარგი აღარ იყოს (არტურ ბრისბეინი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100