სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის TV - ში ცნობილი სახეებიდან ნათია ლაზაშვილი, ვახო სანაია და თამთა სანიკიძე იქნებიან

ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში ცნობილი სახეებიდან "რუსთავი2"-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის (ვახო სანაიას რეპორტაჟი) წამყვანი, ვახო სანაია და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი სახე, თამთა სანიკიძე იქნებიან.

"ივერონი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ნათია ლაზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული არც უარყო და არც დაადასტურა.

რაც შეეხება, სანიკიძესა და სანაიას, მათთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, რაც შეეხება სანიკიძეს, მისი ტელეფონი გამორთულია.

ამასთან, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის, გოჩა ხუნდაძის თქმით, ჟურნალისტ გოგი ახალკაცს, საკუთარი გადაცემა ექნება.

ხუნდაძის თქმით, ახალკაცის თოქ-შოუ ეთერში ყოველ სამუშაო დღეს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ გავა და არა-დებატური ფორმატი ექნება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100