21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხელსაყრელი დღეა სულიერი ზრდის, შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა და მკურნალობისთვის. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელი და ცხოველური წარმოშობის საკვები. ეცადეთ, გულუხვობა და კეთილშობილება გამოავლინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, მოგება ან საჩუქარი.
კურო
ვარსკვლავები ფინანსურ საქმეებში წარმატებას გპირდებიან. ძველ პრობლემებს ახალი იდეებით ან ახალი სტრატეგიით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. თქვენი ლოგიკა და დამაჯერებლობა პარტნიორებს აიძულებს, დაგეთანხმონ. ხელსაყრელი დღეა ქორწინების, ახალი სამსახურის დაწყებისა და ახალი ნაცნობობისთვის. გირჩევთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. წინ სერიოზული საქმეები გელით და ეცადეთ, კარგად დასვენებული შეხვდეთ.
ტყუპები
კრიტიკული დღეა. უფროსებთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. სასურველია, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ. ვარსკვლავების თანახმად, ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება ილუზორული და არარეალური იქნება, ხოლო ზედმეტმა სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს.
კირჩხიბი
ძალიან საშიში დღეა. ნებისმიერი ნაკაწრი შეიძლება პრობლემად იქცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ სერიოზულ დაზიანებაზე. ასე რომ, ეცადეთ, თავს გაუფრთხილდეთ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, გირჩევთ, თავაზიანი უარი თქვათ და ვიზიტი სხვა დროისთვის გადაიტანოთ.
ლომი
ლიდერობისკენ თანდაყოლილი სწრაფვა და შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები დაგეხმარებათ, თანამოაზრეები და მოკავშირეები შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. ეცადეთ, სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს. ამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ კეთილშობილებისა და გულუხვობის გამოვლენა.
ქალწული
შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. ახალი იდეებისა ან ახალი სტრატეგიის წყალობით, საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაატარებთ. თქვენი ოპტიმიზმი, პიროვნული ხიბლი და ლოგიკა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობას აიძულებს. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.
სასწორი
შემოქმედებითი დღეა, რომელიც ხელსაყრელია სეირნობის, ურთიერთობისა და მოგზაურობისთვის. შესაძლოა, რამდენიმე ახალი საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ, რომელიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ახლობლების რჩევას ენდეთ.
მორიელი
არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის, რადგან ავარიებისა და კატასტროფების რისკი ძალიან მაღალია. თუ ქუჩაში გასვლა აუცილებელი არ არის, დარჩით სახლში და მშვიდი ოჯახური საქმეებით გაერთეთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ.
მშვილდოსანი
საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ, ასევე არ ენდოთ ვარსკვლავების კეთილგანწყობას, რადგან ყველაფერს საზღვარი აქვს. ოცნებების კოშკების აგებას, აჯობებს, ძველი საქმის დასრულებაზე იზრუნოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი პროექტი მოჩვენებითია და მოლოდინს არ გაამართლებს, ზედმეტმა სტრესმა კი შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს.
თხის რქა
შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. იმპროვიზაციის უნარი ახალი ადამიანების გაცნობაში და საჭირო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სიზმარი პირიქით უნდა განიმარტოს.
მერწყული
ცვლილებებისა და გამოცდების დღეა. ეცადეთ, ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. გამბედაობასა და თვითკონტროლს ნუ დაკარგავთ. მოსალოდნელი კონფლიქტების მოსაგვარებლად შეგიძლიათ საკუთარი მჭევრმეტყველება და დამაჯერებლობა გამოიყენოთ. მერწყულ ქალებს, სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული თავგადასავალი ელით.
თევზები
მშვიდობისა და თანხმობის დღეა. გირჩევთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ნებისმიერ კონფლიქტს ერიდოთ. ხელსაყრელია კოლექტიური მუშაობა, ფიზიკური დატვირთვა და საშინაო საქმეები. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ სესხის აღება და გაცემა. ეცადეთ, ხელსაყრელი პირობები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ.
კომენტარი