ახმეტაში გოგონას, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად მიდიოდა, მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
ახმეტაში, სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი