"რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს" - აქციაზე მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა
პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა მისი ძმის გარდაცვალების ადგილას გამართული აქციის დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ფლოიდის ძმამ ძალადობრივი პროტესტის წამქეზებლებს მიმართა.
„რას აკეთებთ? ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს. ჩემი ოჯახი მშვიდობის მოყვარეა. ჩვენი გზა განათლებაა და იმის ცოდნა, თუ ვის ვაძლევთ ხმას. ზუსტად ასე დავარტყამთ მათ“, - განაცხადა ტერენს ფლოიდმა.
კომენტარი