სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი იქნება ზაფხული საქართველოში?

საქართველო COVID - 19-თან ერთად ცხოვრებას სწავლობს. ყველა სფეროს წარმომადგენლის მთავარი საზრუნავი ახლა უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვაა. გამონაკლისი არც ტურისტული ბიზნესია. სეზონის მოახლოებასთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელისუფლებასა და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას იწყებს.

ანტიკრიზისულ გეგმასა და საზღვაო სეზონის გახსნას ელოდებიან სასტუმროების მფლობელებიც. ამ სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებაში როგორც თანამშრომლების, ისე სტუმრების უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. სასტუმროებთან ერთად საოჯახო ტიპის სახლები მომხმარებლის მიღების სრულ მზაობას აცხადებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, ტურისტების მიერ ერთ-ერთ მოთხოვნად რეგიონში მზადება უკვე დაწყებულია. პანდემიის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პირველ ეტაპზე კახეთი შიდა ტურიზმს აამოქმედებს.

ეპიდვითარებამ მძიმე დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა. სფეროს, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ტურიზმიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკის, დაახლოებით, 20 პროცენტს შეადგენს. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რესტორნებიც. საქმიანობის განახლებისთვის სრულ მზაობას აცხადებენ ამ სეგმენტის წარმომადგენლებიც.

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფიზიკური დისტანცირება მოსახლეობას ყველა შემთხვევაში მოუწევს.

გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. აქედან 6 მილიონი ტურისტი იყო. საქართველოში ამ სფეროში 18 000-მდე კომპანია ფიქსირდება და დაახლოებით 50 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100