სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე დავბრუნდები" - პრეზიდენტის, სასამართლოების და 2 ათასამდე საიტებზე ჰაკერული შეტევაა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, სინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო.

აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100