აშშ-ში 25 წლის ქართველი ემიგრანტი დილით გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ში, ფილადელფიაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
25 წლის ილიკო ჯიქიას მშობლები წლებია, აშშ-ში ცხოვრობდნენ, თვითონ 3 წლის წინ დაოჯახდა და აპირებდა მეუღლსთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას.
"ანევრიზმით გარდაიცვალა, ღამე დაიძინა და დილით უნახავთ გარდაცვლილი. ეს იყო ნათელი, უმწიკვლო, სუფთა ადამიანი. საბუთებს აფორმებდა და მეუღლესთან ერთად, აგვისტოში ამერიკაში აპირებდნენ გადასვლას" - აღნიშნა ახლობელმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
კომენტარი