სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეისბუქ ფრენდების 11 ტიპი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაბლოკოთ!

დრონი.ჯი გურამ შეროზიას ახალ ბლოგ-პოსტს გთავაზობთ:
საზოგადოება ჭრელია და კიდევ უფრო მრავალფეროვანია – ფეისბუქ საზოგადოება. მათი ნაწილი გვაბედნიერებს, ნაწილი გვაუბედურებს, ნაწილი კიდევ – სასწრაფოდ უნდა მოაშთოთ თქვენი ინტერნეტ ცხოვრებიდან და თავადაც ნახავთ, რამდენად ფერადი, ლამაზი და სასიამოვნო გახდება სამყარო!

მაშ ასე, დავიწყეთ:

1. ტვინის მტ*ვნელები – ხსნი ჩეთს და შემდეგი დიალოგი (ნუ, უფრო მონოლოგი) გხვდება:

გურამ როგორ ხარ?
როგორ ხარ?
ras shvebi?
rato ar mzer?
rogor xar guram?
წმინდა მაყვალას დღეს გილოცავ
წმინდა ჯემალას ხსენების დღეს გილოცავ
როგორ ხარ
rogor xar
rogor khar

და არასდროს არ მთავრდება, ნუ ტვინთან ერთად თავმოყვარეობის დეფიციტიც გვხდება და კიდევ უამრავი რამის…

გარკვეულ შემთხვევებში მიმოწერა სრულდება ასე: shen tavi vin ggonia martla vafshe, zedmetad agivarda tavshi, erti chveulebrivi idioti xar da vabshe gaajvi raaa!

მაგრამ ხვალ თუ არა ზეგ მაინც: როგორ ხარ? და ეს მოჯადოებული ჯაჭვი ისევ უსასრულოდ გრძელდება!!!
2. მეზღაპრეები – მარშუტკაში ყოველ დღე, ხან მის სილამაზეს რომ აღნიშნავს ყველა, ან კართან საჩუქარი რომ დახვდათ, ან მოხუცის ჩაგვრას რომ შეესწრნენ და უშველეს ეგრევე! ქალაქში ყველაფერი რაც ხდება, მათ გარშემო ხდება, დღეში სამჯერ, ან მეტჯერ, ფოტოს გადაღება კიდევ – სულ ავიწყდებათ და სიტყვაზე გვიწევს ვენდოთ…
3. კომპლექსიანები – მათთან ერთად ფოტოს რომ დებ და უპს მარცხენა თვალის ათასორასმეცამეტე წამწამი რომ ოდნავ დაშვებული აქვა და აი რომ გაფეთქებს, რომ წაშალო, ცხოვრება რომ ენგრევა ამის გამო, თან შუაშია გამოკვეტებული და ვერც ამოჭრი, ჰოდა ეს ბოლო ფოტო რომ არის მათთან გადაღებული.
4. აგრესორები – სულ ვიღაცას რომ აგინებენ, წყევლუან, აფურთხებენ, ყველა რომ სძულთ, აღარავინ რომ არ დაბადებულა მათი მოსაწონი დუნიაზე!
5. უტრაკოები – მეოთხეს მსგავსია, ოღონდ აბსტრაქტულად ლანძღავენ ხალხს, მაგ: ყველას დაგერხევათ ვინც მაწყენინა, ენებს თუ არ გააჩუმებთ ნახავთ რაც მოგივათ და ა.შ. მაგ: ყველას გიმახსოვრებთ, მოდი აქა! და მსგავსნი…
6. თვითმარქვია “ნაშობა” – მსგავსი ტექსტებით წარმოდგენილები:
– ფოტო არ მაქვს დადებული რომ ფრენდ რექუესთი მომდის, რა გჭირთ ბიჭებოოო!
– აუ გავუცნოთ ლამასოს ნუ მწერთ და ა.შ.
– როცა ხედავთ, რომ აღარ მაინტერესებთ – ნუ მაწუხებთ რაა
– აუ ყელშია უკვე ეს დაკერვის მსურველები რიაააა
მერე შეხვალ პროფილზე და ვერაფრით ხსნი, აი ვინ სცადა მათი “დაკერვა”, ან რატომ…
7. მატყუარები – ფოტოშოფით დაგრძელებული ფეხებით, გადაპრიალებული სახით, დაწვრილებული მკლავებით, თავს რომ შეგაყვარებენ, მერე შეგხვდებიან და ოცნებებს ზედ თავზე გალეწავენ!
8. ჩამოუყალიბლებლები – წაგშალა, მერე კაი ხასიათზე გაიღვიძა ისევ დაგამატა, მერე დაქორწინდა წაგშალა, მერე დაშორდა ისევ გამატებს და ასე უსასრულოდ. ერთი კაი პანჩური და სამუდამო უარყოფა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100