"სტრადასთან ვცხოვრობ. წეღან იქ მსხდომებს ცეცხლი გაუხსნეს, ჩემი შვილი წუთებით ასცდა ამ უბედურებას...კი, კი, დააკონსერვეთ ბევრი გამოუძიებელი შემთხვევა"
გასართობი შოუების "ნიჭიერისა" და "იქს-ფაქტორის" პროექტების ყოფილი მენეჯერი სალომე ლილუაშვილი კაფე "სტრადასთან" მოხმდარი სროლის შესახებ წერს:
"სანდრო ეულზე, სტრადასთან ვცხოვრობ. წეღან სტრადაში მსხდომებს ცეცხლი გაუხსნეს. ვიღაც დაიჭრა. მიზეზი არ ვიცი. აქვე მაღაზიებია, გვერდითვე ლუკა-პოლარე, სადაც ბავშვი ხშირად გადადის. სტრადას წინ უწევს ზუსტად ჩავლა.. წუთებით ასცდა ამ უბედურებას. ახლა იმისიც შემეშინდება, რომ ბავშვი სახლიდან 20 მეტრის მოშორებით გავუშვა.. აღარაფერს ვამბობ იმ უბედურებაზე, რომ პიკის საათში, ცენტრალურ ადგილას, კამერების წინ კრიმინალი ხდება.
კი, კი, დააკონსერვეთ ბევრი გამოუძიებელი შემთხვევა. დაუსჯელობის სინდრომი კრიმინალს უფრო გაათამამებს"- წერს სალომე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შეირაღებული თავდასხმა მოხდა თბილისში -სროლის ხმა ისმოდა, კაფე სტრადასთან. დაჭრილია ერთი ადამიანი. დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას თითქმის მთელი მჭიდი დააცალა.
კომენტარი