სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განცხადება გაკეთდება. განცხადებას თავად გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100