სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანდრა რულოვსი: "დროის მოგება და საქართველოში ექსტრადირება უნდათ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მისი მეუღლე სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში დატოვოს.
სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მთავარი მიზანი საქართველოში ექსტრადირებაა."შესაძლოა შინაპატიმრობის გადაწყვეტილებაც მიიღონ, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება იმისთვის, რომ დრო მოიგონ და მიშასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ, რის შემდეგაც უკვე გეგმის მიხედვით, მისი კიევიდან თბილისში ექსტრადირება სურთ". აცხადებს სანდრა რულოვსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100