მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ბიუჯეტის ფული იფლანგება - ფაქტი N2
მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ შპს „მცხეთის სატრანსპორტო გაერთიანებიდან“ ფულს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ურიცხავენ.
ასე მაგალითად: 2014 წლის 18 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის შპს „მცხეთის სატრანსპორტო გაერთიანებიდან“ არჩილ ბუჯიაშვილის ინიციატივით, 1 300 ლარი მისივე სიძის, ლაშა ქოქაშვილის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა (გადარიცხვის მიზანი - სატრანსპორტო მომსახურება).
ინფორმაციისთვის: თავის დროზე, არჩილ ბუჯიაშვილმა, იგივე „მცხეთის სატრანსპორტო გაერთიანებიდან“ თავისივე შვილს, მიხეილ ბუჯიაშვილს გადაურიცხა სწავლის საფასური - 900 ლარი.
2014 წლის 18 მარტს კი 1300 ლარით, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თავისივე სიძე, ლაშა ქოქაშვილი დაასაჩუქრა.
ორივე მათგანი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი
ხუნდაძის გარემოცვის წევრია, რომელიც როგორც ჩანს, ბიუჯეტის ფლანგვას „არ იმჩნევს“.
კომენტარი