სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი მოსახლეობას შეხვდნენ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ქეშალოში სასულიერო პირებსა და უხუცესებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც გაამახვილა.

„ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლოლალოსა და ზემო სარალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ ნავერიანი.

კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

თამაზ ნავერიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემატიკასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100