სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კოპაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე. იგი ამჯერად სოფლებს-მუგარეთს, ფერსას, გიორგი წმინდასა და კლდეს ესტუმრა. გიორგი კოპაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმებისაქტიური პოლიტიკის გატარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნებისგანვითარების მნიშვნელობას. „მნიშვნელოვანია, სწრაფი ნაბიჯებით სვლა, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიური კეთილდღეობა“,-განაცხადაახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100