სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: მგონია რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის

ნანუკა ჟორჟოლიანი რეიტინგებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, ნახეთ რას ამბობს ტელეწამყვანი:

არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა პროფილი იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.

გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა ნანუკას შოუ. ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ და ვინ იცის რა იქნება.

ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, "ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა" და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი.

რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.

მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.

მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100