"მაგდა გაოგნებულია, ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო. ეს ჩემი კალიგრაფია არ არისო" - ლანა პაპიძე
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარი პროკურატურა პირველ ინფორმაციას აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ პროკურატურის საიტზე გამოქვეყნდა ამ საქმის მასალების ნაწილი, ფოტოები, ვიდეო და ამონაწერები მაგდა პაპიძის დღიურიდან.
ჩვენებებში უზუსტობებზე საუბრობს მაგდა პაპიძის და. ლანა პაპიძე ასევე ბრალდებულის დღიურში გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღბას, რომელიც გამოძიებამ გაასაჯაროვა.
"ვფიქრობ გამოძიება ჩიხშია შესული, ჩვენ არ გვაჩვენეს რა დღიურზე საუბარი, მაგდა გაოგნებული და ამბობს ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო, ითხოვს ექსპერტიზას, ჩემი კალიგრაფია არ არისო. იმაზე რატომ არაფერს ამბოთ, რომ ფეხმძიმე გოგო, 25 წლის შვილმკვდარ დედას ამდენი კაცი რომ კლავს ცემით, ამაზე არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ?“ - აცხადებს ლანა პაპიძე.
დღეს პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმეზე გამოაქვეყნა მტკიცებულებები. გამოძიების ცნობით, საქმეში ერთერთი მთავარი მტკიცებულება მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერია.
"მაგდა გაოგნებულია, ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო. ეს ჩემი კალიგრაფია არ არისო", - ლანა პაპიძე http://rustavi2.com/ka/news/39622
Posted by Rustavi 2 on Friday, February 19, 2016
კომენტარი