სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ირაკლი ღარიბაშვილი კი მართლაც ღმერთს ყვარებია“ - ვახტანგ რჩეულიშვილის კომენტარი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილის ტანამდებობიდან გადადგომის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვახტანგ რჩეულიშვილი.

„ვბერდები. ყველა მეცოდება. რაც ხალხს უხარია: სააკაშვილზე, ღარიბაშვილზე თუ სხვა პოლიტიკოსზე ცუდის გაგონება, მე მწყინს. ვიცი, რომ ყველას უკან ოჯახია. პარტნიორები სულ მწირავდნენ. შევარდნაძის დროს ვიცე-სპიკერობიდანაც კი მომიცილეს, აბაშიძემ პარლამენტის თავმჯდომარედ შეპირებულ მხარდაჭერზე უარი მითხრა და სხვას დაუჭირა მხარი... მახსოვს, როგორ განვიცდიდით მე და მაია ამას. მაგრამ თანამდებობა წარმავალია, ავტორიტეტი კი სამუდამო. მას უნდა გაუფრთხილდეთ.

ირაკლი ღარიბაშვილი კი მართლაც ღმერთს ყვარებია - ჯავაში რუსული რუსული სარაკეტო კომპლექსების დაყენების შემდეგ ურთულესი დრო დგება საგარეო პოლიტიკისათვის, მომავალ არჩევნებზე რომ არ ვილაპარაკოთ. თავად გადაწყვიტა თუ გადააწყვეტინეს, მომავალში ეს მისთვი ბფიქრობ სასარგებლო იქნება. როგორც საბოლოოდ ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა დიდი პოლიტიკის დატოვება. ის ახალგაზრდაა და მომავალ წარმატებებს უსურვებ.“ - წერს რჩეულიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100