"ყველანაირ სისულელეს ველოდები და ყველანაირი სისულელისთვის ვარ მზად"
ღიმილისმომგვრელია,
რომ ჩემთვის
აღმკვეთ ღონისძიებაზე
პროკურატურა რუსთავის
სასამართლოს მიმართავს,
- ამის შესახებ
დედაქალაქის მერმა
გიგი უგულავამ
განაცხადა , რომლის
მიმართ აღმკვეთ
ღონისძიებაზე პროკურატურა
სასამართლოს სავარაუდოდ
დღეს მიმართავს.
უგულავას
თქმით,
"თეორიული
დანაშაული"
ჩადენილია
თბილისში,
საქმის ყველა მონაწილე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში და მისთვის გასაკვირია, რატომ შედის საქმე რუსთავის სასამართლოში.
ამასთან, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ "ყველანაირი სისულელისთვის"
მზად არის და "ყველანაირ სისულელეს"
ელოდება პროკურატურის მზრიდან.
"ეს აბსურდი ახლა არ დაწყებულა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე დაგროვდა ძალიან ბევრი სამართალდამცველის
მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც არ არის გამოძიებული, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ცინიკური პასუხი მერაბიშვილის განცხადებაზე - იმ დაშინებაზე და კანონის დარღვევაზე, რასაც უკვე მაღალი ალბათობით, ადგილი ჰქონდა. ეს ისტერიული რეაქცია მთავრობის მხრიდან, მოწმობს იმას, რომ ისინი არ აპირებენ იმ უკანონობის გამოძიებას, რაც ჩაიდინა მთავარმა პროკურორმა. აქედან გამომდინარე რას უნდა ელოდე პროკურატურისგან?
უნდა ელოდე იმას, რომ პოლიტიკური დევნის იარაღი წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გააქტიურდება. ყველანაირ სისულელეს ველოდები და ყველანაირი სისულელისთვის ვარ მზად", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, სამეგრელოშიც მუშაობდა გუბერნატორად და არ გამორიცხავს, საქმე იქაც აღიძრას მის წინააღმდეგ.
"აბასთუმანში
ბავშვობაში
ვისვენებდი
და მზად ვარ წავიდე ადიგენის სასამართლოში თუ კი აღძრავენ საქმეს. თელავი ძალიან მიყვარს და მზად ვარ თელავშიც ვიარო. კიდევ ბევრი ადგილებია, სადაც სიამოვნებით წავიდოდი და თუ ამის საშუალებას მომცემს პროკურატურა, ვივლი სასამართლოებში და შემდეგ შევხვდები ხალხს", - განაცხადა უგულავამ.
კომენტარი