სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში, წყლით სავსე ორმოში 8 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, გოგოლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე ორმოში 8 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ორმო კომპანია "რუსთავის წყალმა" 8 თვის წინ დაზიანებული მილის შეკეთების მიზნით ამოთხარა და ამოთხრილი მიატოვა. თხრილი წყლით იყო სავსე და ზაფხულობით ბავშვები ბანაობდნენ.
გარდაცვლილი ბექა ქამუშაძე გუშინ გვიან საღამოს, ძებნის შემდეგ წყლით სავსე თხრილში იპოვეს.
ამასთან, გარდაცვლილის მამა ბესიკ ქამუშაძე უბედურ შემთხვევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბავშვი სავარაუდოდ მოკლულია.
ბავშვის მამის განცხადებით, ბექას თავი აქვს სავარაუდოდ ქვაზე დარტყმული, მაშინ როცა თხრილში არც ერთი ქვა არ არის.
ბესიკ ქამუშაძე საქმის დორულად და საფუძვლიანად გამოძიებას ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100