სოხუმში რუსი დიპლომატი მოკლეს
სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველ მდივანს დღეს, დაახლოებით 08:30 საათზე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.
აფხაზეთში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"საელჩო სიტუაციას აკონტროლებს", - განაცხადა გრიგორიევმა.
მკვლელობას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს.
კომენტარი