დავით ბაქრაძე ხარაგაულში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ხარაგაულში საარჩევნო შტაბი გახსნა, რის შემდეგაც დავით ბაქრაძე სოფელ ვარძიაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან საუბრისას ინფრასტრუქტურული, მათ შორის გაზიფიკაციის პრობლემა გამოიკვეთა. როგორც ვარძიის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი სოფლისა და ზოგადად, რეგიონის პრობლემების მოგვარებაა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატთან საუბრისას ადგილობრივებმა ყურადღება სოციალური დახმარებების უსაფუძვლოდ მოხსნის თაობაზეც გაამახვილეს.
კომენტარი