თუთამ ლეიკემია დაამარცხა - აი, რას იტყობინება პატარას დედა
უსაყვარლესი თუთა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, თავს კარგად გრძნობს და ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედა, ნატუკა ბერიშვილი წერს:
„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა.სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია .მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ! #დიდიმადლობა #თუთასთვის
კომენტარი