სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნეს-თრეველი - ახალი დაზღვევა ”ჯიპიაი ჰოლდინგი”-სგან

”ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბაზარზე ახალი დაზღვევა - პოლისი ბიზნეს თრეველი გამოიტანა. პოლისი განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს და შესაბამისად, ხშირად სჭირდება სამოგზაურო დაზღვევა. ბიზნეს-თრეველით შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება, რომ ყოველ ჯერზე აღარ მოხდეს პოლისის გამოწერა.

ბიზნეს-თრეველი მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულის პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში.

თინათინ სტამბოლიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: ”ვფიქრობთ, საინტერესო სიახლეა მათთვის, ვინც წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგზაურობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბიზნეს-თრეველის შეძენა განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისთვის იქნება მიმზიდველი, ვინაიდან ყოველ მივლინებაზე აღარ მოუწევთ სამოგზაურ დაზღვევაზე ზრუნა, არამედ ერთი პოლისით ისარგებლებენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დროისა და თანხების დაზოგვის საუკეთესო საშუალება იქნება.”

პოლისი ბიზნეს-თრეველი მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ძალაში და ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ ეს საჭირო გახდა საზღვარგარეთ მოგზარურობისას 50,000 ევროს ლიმიტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://gpih.ge/gpih/Travel/ ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე: *5111, ან 2505111

***

“jipiai holdingis” Sesaxeb: “jipiai holdingi” daarsda 2001 wels rogorc pirveli kerZo sapensio fondi saqarTveloSi. kompaniis prioritetia qveyanaSi socialuri dazRvevis ganviTareba. ukve ramdenime welia dazRvevis am saxeobebSi, kerZod, sapensio da janmrTelobis dazRvevaSi, “jipiai holdingi” bazarze წამყვან pozicias inarCunebs. “jipiai holdingi” evropis erT-erTi umsxvilesi sadazRvevo kompaniis – “venis sadazRvevo jgufis” Svilobili kompaniaa.

”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შესახებ: ”ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ავსტრიის საფონდო ბირჟაზე უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიაა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ავსტრიის გარდა ”ვენის სადაზღვევო ჯგუფი” 50 კომპანიას ფლობს და მართავს ევროპის 23 ქვეყანაში. კომპანიის რეიტინგია A+ (Standart&poors).

საქართველოში ”ვენის სადაზღვევო ჯგუფში” ორი კომპანია შედის - ”ჯიპიაი ჰოლდინგი” და ”ირაო”. 2011 წელს ”ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 11 მილიონი ევრო მოიზიდა ორივე კომპანიისთვის. ”ირაოსა” და ”ჯიპიაი ჰოდლინგის” ადგილობრივ სახსრებთან ერთად, რამაც ჯამში 46 მილიონი ლარი შეადგინა, მოზიდული ინვესტიცია ჰოსპიტალური განვითარების პროექტს მოხმარდა. პროექტის ფარგლებში ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” საქართველოს 10 რაიონში 10 საავადმყოფო ააშენა, ხოლო ”ირაომ” – 6.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100