"დიახ, მე ორსულად ვარ!" - ლედი გაგა ბავშვს ელოდება?
ბოლო დროს ლედი გაგა ყოველი ადამიოანის განხილვის საგნად იქცა - მის შესახებ ჭორები არ წყდება და ამის საფძველი საზოგადოებას ნამდვილად აქვს.
თითქოს ყველაფერი ნათელია და გაგასა და ბრედლი კუპერს შორის რომანი შეუძლებელია არ შეამჩნიოს ვინმემ, იმასაც კი ამბობენ, რომ ამის გამო მსახიობს მეუღლესთან, ირინა შეიკთან განქორწინება სურს, რადგან მომღერლის გამო ურთიერთობა დაეძაბათ. ეს ჭორი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ ლედი გაგა საქმროს დაშორდა. თუმცა, ოსკაროსანმა ქალბატონმა ერთ-ერთ შოუში მასა და ბრედლის რომანის შესახებ აგორებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასიყვარულო დუეტი სწორედ მაშინ გამოდგა წარმატებული, რაც საზოგადოებას დააჯერეს, რომ მათ შორის მართლაც იყო ნაპერწკალი, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ხრიკი იყო, რომლითაც ხალხი შეცდომაში შეიყვანეს, თუმცა დუეტი სწორედ ამ ხრიკის გამო შედგა.
რაც შეეხება ცხელ-ცხელ ჭორს, რომლის მიხედვითაც ლედი გაგა ორსულადაა, მომღერალი ამ ამბავს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და ძალიან უცნაური პოსტი დაწერა:
"ჭორაობენ, რომ მე ორსულად ვარ? დიახ, მართლაც ორსულად ვარ და ველოდები #LG6-ს" - დაწერა გაგამ. სინამდვილეში კი #LG6 მის ახალ ალბომს ჰქვია, რომელზეც მომღერალი ახლა მუშაობს და ის სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში.
კომენტარი